მეგან რაპინო - ადგილობრივმა ტერორისტებმა კაპიტოლიუმი შტურმით აიღეს (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა მეგან რაპინომ კომენტარი გააკეთა ვაშინგტონში მომხდარ მოვლენებზე.
„2021 წლის 6 იანვარს, ვაშინგტონში ადგილობრივმა ამერიკელმა ტერორისტებმა შტურმით აიღეს კაპიტოლიუმის შენობა“, – დაწერა რაპინომ. მანვე საკუთარი აზრი დააფიქსირა ამ სიტუაციაში პოლიციის მოქმედებაზე.
„პოლიციელი ადგილობრივ ტერორისტთან, რომელიც კაპიტოლიუმის შენობას უტევს, სელფის იღებს. „ვემსახურები და ვიცავ“ – სწორედ ამით არის დაკავებული ეს პოლიციელი“, – დაწერა რაპინომ და დაურთო ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი მომიტინგე კაპიტოლიუმში სელფის იღებს პოლიციელთან.
6 იანვარს, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეები მიტინგის დროს ქვეყნის კონგრესის შენობაში – კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც მიმდინარეობდა სენატორებისა და პალატის წარმომადგენელთა წევრების სხდომა, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა საპრეზიდენო არჩევნების შედეგები. არჩევნებში ტრამპი ჯო ბაიდენმა დაამარცხა.
შეტაკებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მიტინგის მსვლელობისას ტრამპმა განაცხადა, რომ არასოდეს აღიარებს დამარცხებას და მომხრეებს მოუწოდა კონგრესისკენ დაძრულიყვნენ. მოგვიანებით, ტრამპმა „ტვიტერის“ მეშვეობით მიმართა თავის მომხრეებს, დაშლილიყვნენ და თავი აერიდებინათ ძალადობისთვის.