ამერიკის შეერთებული შტატების ქალთა ნაკრების ფეხბურთელი მეგან რაპინო 2019 წელს „ტვიტერის“ ქსელში ყველაზე განხილვადი ქალი სპორტსმენია.
„ოქროს ბურთის“ მფლობელმა გაუსწრო ჩოგბურთელებს – სერენა უილიამსსა და ნაომი ოსაკას, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
„ტვიტერში“ ყველაზე პოპულარულ ქალ სპორტსმენთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. მეგან რაპინო (ფეხბურთი)
2. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი)
3. ნაომი ოსაკა (ჩოგბურთი)
4. ალექს მორგანი (ფეხბურთი)
5. სიმონა ბაილზი (ტანვარჯიში)
6. ბეკი ლინჩი (რესტლინგი)
7. მარტა (ფეხბურთი)
8. რონდა როუზი (რესტლინგი)
9. მარია შარაპოვა (ჩოგბურთი)
10. კეიტლინ ოჰასი (ტანვარჯიში)