ფიფა წლის ლაურეატებს 17 დეკემბერს გამოავლენს
ფიფა წლის ლაურეატებს 17 დეკემბერს გამოავლენს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გადაწყვიტა – გამოავლინოს 2020 წლის ლაურეატები და გადასცეს მათ საკუთარი პრიზი The Best. უკვე გამოცხადდა ცერემონიის თარიღი – 17 დეკემბერი. ღონისძიება ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.

ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდება:

წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი

წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი

წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი

წლის საუკეთესო ქალი მეკარე

წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე

წლის საუკეთესო ქალთა გუნდი

წლის საუკეთესო მამაკაცთა გუნდი

ფიფას პრემია პატიოსანი თამაშისთვის

პუშკაშის პრემია საუკეთესო გოლისთვის

ფიფას პრემია გულშემატკივრობისთვის

შარშან, ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ ლიონელ მესი და მეგან რაპინო.

შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ კორონავირუსის პანდემიის გამო, უარი თქვა 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენასა და „ოქროს ბურთის“ გადაცემაზე.