წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ფიფა-მ (FIFA) მეგან რაპინო დაასახელა
წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ფიფა-მ (FIFA) მეგან რაპინო დაასახელა

იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე ფიფა-ს (FIFA) დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ამერიკელი მეგან რაპინო დასახელდა.

ამ ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ ინგლისელი ლიუსი ბრონზი და ამერიკელი ალექს მორგანი.

მეგან რაპინომ 15 ხმა მიიღო და ორი ხმით გაუსწრო თანამემამულე ალექს მორგანს. ლიუსი ბრონზს სამი ქულა ხვდა წილად.