სასექსის ჰერცოგმა, პრინცმა ჰარიმ და ჰერცოგინიამ, მეგან მარკლმა ვაჟს არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი დაარქვეს.
წყვილმა ახალშობილი უკვე წარუდგინა დედოფალ ელისაბედ მეორესა და მის მეუღლეს, ედინბურგის ჰერცოგს. მათთვის ეს მერვე შვილთაშვილია.
ჰარისა და მეგანის ვაჟი 6 მაისს, ადგილობრივი დროით 17:26 საათზე დაიბადა და 3.1 კგ-ის იწონის.