მედიის მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მონაცემებით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში 181 მანდატს მოიპოვებს, სოციალისტები და დემოკრატები კი 135-ს
მედია ევროპარლამენტის განახლებული შემადგენლობის პროგნოზს აქვეყნებს, რომელიც 11 წევრი სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეფუძნება.
საპროგნოზო მონაცემებით, მანდატები ასე ნაწილდება:
„ევროპის სახალხო პარტია“ ევროპარლამენტში 181 მანდატს მოიპოვებს. 135 ადგილს მიიღებენ სოციალისტები და დემოკრატები. „განაახლეთ ევროპა“ – 82 მანდატს აგროვებს, „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ – 71-ს. „იდენტობა და დემოკრატია“ განახლებულ ევროპარლამენტში 62 ადგილს მიიღებს, „მწვანეები“ კი – 53-ს. რაც შეეხება მემარცხენეებს, საპროგნოზო მონაცემებით, ისინი 34 მანდატს მიიღებენ.