მედიის ცნობით, სირიაში, ირანული იარაღის საწყობთან ძლიერი აფეთქება მოხდა
მედიის ცნობით, სირიაში, ირანული იარაღის საწყობთან ძლიერი აფეთქება მოხდა

სირიაში, ალეპოს სიახლოვეს, ირანული იარაღის საწყობთან ძლიერი აფეთქება მოხდა – ინფორმაციას The Times of Israel არაბულენოვან მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, საწყობი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია ქვეყანაში, მაუნთ აზანიში მდებარეობს. მას ძირითადად ჰეზბოლასა და სირიაში განლაგებული ირანული დაჯგუფება ბასიჯის წევრები იყენებდნენ.

ლიბანური საინფორმაციო სააგენტო ჰეზბოლას წევრებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქება დასავლეთის მიერ კოორდინირებული იერიშით გამოწვეული არ არის. ტერიტორიაზე დღის განმავლობაში კონტროლირებადი აფეთქებები ხორციელდებოდა, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობი რჩება, რა გახდა აფეთქების მიზეზი.