მედიის ცნობით, საბერძნეთში, აქაიას რეგიონში შაბათის ჩათვლით დაახლოებით 30 000 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა
საბერძნეთში, აქაიას რეგიონში მხოლოდ პარასკევს და შაბათს დაახლოებით 30 000 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მიმდინარე კვირას საბერძნეთში მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ხანძარს ებრძოდნენ.
ამასთან, გასულ კვირას ქვეყანაში 40 გრადუსი დაფიქსირდა, რის გამოც ტურისტული ადგილები დღის საათებში დაიხურა.
მაღალი ტემპერატურის გამო ამ დღეების განმავლობაში, სულ მცირე, ხუთი ტურისტი დაიღუპა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში.