მედიის ცნობით, ლიბანში კონფლიქტის დაწყებიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, ლიბანში კონფლიქტის დაწყებიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ლიბანში კონფლიქტის დაწყებიდან 900-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ 2 მარტს დაწყებული იერიშების შემდეგ, ქვეყანაში, სულ მცირე, 912 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 111 ბავშვი.

ამასთან, აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, ირანში აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 1351 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სულ მცირე, 207 ბავშვი დაიღუპა.

ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, ირანის მხრიდან საპასუხო იერიშების შედეგად, ისრაელში 15 ადამიანი დაიღუპა. ერაყში დაღუპულია, სულ მცირე, 47 ადამიანი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი რვა ადამიანი.