მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩინელი ექიმები გაეცნობიან
მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩინელი ექიმები გაეცნობიან

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩინელი ექიმები გაეცნობიან. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. მედიის ცნობით, ჩინელი მედიკოსები ჩრდილოეთ კორეაში უკვე გაემგზავრნენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც კიმ ჩენ ინი 15 აპრილს ბაბუამისის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებებს არ დაესწრო.

სიენენის“ ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულზე ოპერაცია დასჭირდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თუმცა ამ ცნობებს, ფხენიანში არ ადასტურებენ.