მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 11,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს

01:25, 03.09.2022

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს თხოვნით მიმართავს, უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების სახით დამატებით 11,7 მილიარდი დოლარი გამოყოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

„ჩვენ შევკრიბეთ მსოფლიო უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და ჩვენი დემოკრატიის დასაცავად; არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მხარდაჭერა დასრულდეს“, – განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, კონგრესის მიერ უკრაინისთვის უკვე დამტკიცებული თანხების დაახლოებით სამი მეოთხედი უკვე დახარჯულია.

მსგავსი