მედიის ცნობით, ისრაელის ავიაციამ სირიის ქალაქ ლატაკიის პორტი დაბომბა
მედიის ცნობით, ისრაელის ავიაციამ სირიის ქალაქ ლატაკიის პორტი დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის ქალაქ ლატაკიის პორტი დაბომბა. ხმელთაშუა ზღვიდან განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, პორტის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე კონტეინერების საწყობი გახდა.

სირიის სახელმწიფო მედია მასშტაბური ზარალის შესახებ იუწყება. სარაკეტო იერიშებმა პორტის მახლობლად მდებარე საავადმყოფო, საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები დააზიანა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ლატაკიის პორტს ირანი რეგიონული მოკავშირეებისთვის თანამედროვე შეიარაღების მისაწოდებლად იყენებს. მიმდინარე თვეში ისრაელმა ლატაკიის პორტი უკვე მეორედ დაბომბა.