მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ელისაბედ ბორნის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონმა ელისაბედ ბორნის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ელისაბედ ბორნი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შეინარჩუნებს. ამის შესახებ „როიტერი“ ელისეს სასახლეში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

წყაროს ცნობით, ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ ელისაბედ ბორნი პრემიერ-მინისტრის პოსტზე რჩება.

„სტაბილურობისა და სიღრმისეული მუშაობის უზრუნველსაყოფად, პრეზიდენტმა გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრის შენარჩუნება“, – განაცხადა ელისეს სასახლეში არსებულმა წყარომ.