მედიის ცნობით, დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისრაელმა ახალი პირობა წამოაყენა, რომელიც „ჰამასმა“ უარყო, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
მედიის ცნობით, დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისრაელმა ახალი პირობა წამოაყენა, რომელიც „ჰამასმა“ უარყო, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

მძევლების გათავისუფლების შესახებ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ვითარება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაიძაბა“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ, რომელიც, როგორც ცნობილია, „ჰამასის“ წევრია.

როგორც ირკვევა, ისრაელმა შეთანხმებების დროს ახალი პირობა წამოაყენა, რომელიც „ჰამასმა“ უკვე უარყო.

ახალი პირობა ეხებოდა 2014 წელს ღაზაში გარდაცვლილი ორი ისრაელელი მებრძოლის ცხედრის ისრაელისთვის გადაცემას, რაც შეთანხმების შემდეგ დაწყებული ექვსკვირიანი საბრძოლო პაუზის დროს უნდა მომხდარიყო.

ასევე, როგორც წყაროსგან არის ცნობილი, კატარში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ისრაელის მხარე ცდილობდა, „ჰამასისგან“ მიეღო დასტური, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „ალ-ყასამის ბრიგადის“ მეთაურის მოადგილე მარვან ისა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

„თუ, როგორც ისინი ამბობენ, მათ ყველაფერი იციან, რაც ღაზაში ხდება და დარწმუნებულები არიან, რომ ის ლიკვიდირებულია, მაშინ რატომ ცდილობენ სხვადასხვა გზით მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას?“ – განაცხადა წყარომ.