მედიის ცნობით, აშშ-ში ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს
მედიის ცნობით, აშშ-ში ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე კედლის მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს სასაზღვრო რაიონში შემოღობვითი მშენებლობების ყველა პროექტების შეჩერებას, რომლებიც თავდაცვის ბიუჯეტის იმ პროექტების ხარჯზე ფინანსდებოდა, როგორიცაა ჯარისკაცების შვილებისთვის სკოლების მშენებლობა, პარტნიორ ქვეყნებში სამხედრო დაწესებულებების მშენებლობა და ეროვნულ გვარდიისა და რეზერვისთვის აღჭურვილობის შეძენა“, – ნათქვამია პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაიწყო, რომლის დაფინანსება თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯზე გაიზარდა. ჯო ბაიდენმა კი, პრეზიდენტად არჩევისთანავე ხელი მოაწერა განკარგულებას, კედლის მშენებლობის პროცესის შეჩერების შესახებ, რაც ასევე რეგიონში საგანგებო მდგომარეობის მოხსნას გულისხმობს.