მბაპემ მარადონას ილეთის გამეორებისთვის ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)
საფრანგეთის ლიგის თასის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად 3:0 მოუგო „რეიმსს“.
90-ე წუთზე „პსჟ“-ის ფორვარდმა კილიან მბაპემ გადაწყვიტა დიეგო მარადონასთვის მიებაძა და ხელით გაეტანა გოლი, რაც გამოუვიდა კიდეც: მეკარესთან კონტრაქტის შემდეგ, მბაპე დაეცა, რის შემდეგაც ხელით შეაგორა ბურთი ცარიელ კარში. გოლი არ ჩაითვალა, მთავარმა მსაჯმა კი ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგის თასის ფინალში „ლიონს“ შეხვდება, რომელმაც ნახევარფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა „ლილი“.