მბაპემ განაცხადა, რომ პარი სენ-ჟერმენში დარჩება
მბაპემ განაცხადა, რომ პარი სენ-ჟერმენში დარჩება

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ არ დატოვებს პარიზულ კლუბს მომავალ სეზონშიც იქ ითამაშებს. ფრანგის სიტყვები მოჰყავს მუნდო დეპორტივოს (Mundo Deportivo):

„ბევრს ეჭვი ეპარება ჩვენს გუნდში და არ სჯერა მომავლის, მაგრამ ჯერ ისევ მწამს ამ პროექტის. თუ ერთად ვიქნებით, შევძლებთ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას პარი სენ-ჟერმენისთვის.

მე აქ ვიქნები მომავალ სეზონში. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია“.

დატოვე კომენტარი