პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ არ დატოვებს პარიზულ კლუბს მომავალ სეზონშიც იქ ითამაშებს. ფრანგის სიტყვები მოჰყავს მუნდო დეპორტივოს (Mundo Deportivo):
„ბევრს ეჭვი ეპარება ჩვენს გუნდში და არ სჯერა მომავლის, მაგრამ ჯერ ისევ მწამს ამ პროექტის. თუ ერთად ვიქნებით, შევძლებთ რაღაც განსაკუთრებულის გაკეთებას პარი სენ-ჟერმენისთვის.
მე აქ ვიქნები მომავალ სეზონში. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია“.