საფრანგეთში 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოავლინეს. გამარჯვებული “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი კილიან მბაპე გახდა.
18 წლის თავდამსხმელმა გამოკითხვაში გაუსწრო ანტონი მარსიალს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” და მაქსიმ ლოპესს “მარსელიდან”.
2017 წლის კალენდარული წლის პირველ ნახევარში, მბაპემ “მონაკოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ტურნირის “იუვენტუსთან” წააგო, გარდა ამისა, საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ზაფხულში მბაპე პსჟ-ში გადავიდა და 21 მატჩში 11 გოლი გაიტანა.