ილია თოფურია მბაპეს „რეალში“ გადასვლას გამოეხმაურა #1TVSPORT
UFC-ის ახალმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ კილიან მბაპეს „რეალში“ გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მბაპეს მადრიდში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.
ილია საქართველოსთვისაც და ესპანეთისთვისაც პირველი სპორტსმენია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. ცნობილია, რომ ესპანეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი „სამეფო კლუბის“ გულშემატკივარია.
„კილიან მბაპე „რეალში“? კეთილი იყოს მისი მობრძანება. გაუმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ითამაშებს“, – ციტირებს ილია თოფურიას სიტყვებს Madrid Zone.
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „სამეფო კლუბი“ „სევილიას“ უმასპინძლებს. ილია თოფურია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონის ქამარს წარადგენს და „რეალი“-„სევილიასთან“ მატჩს გახსნის.
🗣️ Ilia Topuria: “Kylian Mbappé at Real Madrid? Welcome. He’s lucky to play for the best club in the world.” pic.twitter.com/g9zAdOSLy3
— Madrid Zone (@theMadridZone) February 22, 2024