ვინისიუსი „რეალში“ მბაპეს გადასვლის წინააღმდეგია და „სამეფო კლუბიდან“ წასვლაზე ფიქრობს #1TVSPORT
ვინისიუსი „რეალში“ მბაპეს გადასვლის წინააღმდეგია და „სამეფო კლუბიდან“ წასვლაზე ფიქრობს #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი „რეალში“ პსჟ-ის ფორვარდის, კილიან მბაპეს გადასვლის წინააღმდეგია.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თუ მბაპესა და „რეალს“ შორის გარიგება შედგება, ვინისიუსი მადრიდული კლუბის დატოვებას შეეცდება.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა „რეალის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 17 მატჩი გამართა, გაიტანა ცხრა გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელს მადრიდელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. „რეალის“ ბრაზილიელ თავდამსხმელს Transfermarkt-ი 150 მილიონ ევროდ აფასებს.