„ბაიერნისა“ და მაროკოს ნაკრების მცველი ნუსაირ მაზრაუი გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან, – წერს მიუნხენური კლუბის პრესსამსახური.
როგორც ირკვევა, 25 წლის ფებურთელს, რომელსაც დეკემბერში კორონავირუსი შეეყარა, პერიკარდიტის (გულის გარეთა გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება) დიაგნოზი დაუსვეს.
გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, მაზრაუის აღდგენას მინიმუმ 4-6 კვირა დასჭირდება.
მიმდინარე სეზონში მაზრაუიმ ბუნდესლიგის 11 მატჩში სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.