მაზრაუი გულის ავადმყოფობის გამო თვეზე მეტს გამოტოვებს #1TVSPORT
მაზრაუი გულის ავადმყოფობის გამო თვეზე მეტს გამოტოვებს #1TVSPORT

„ბაიერნისა“ და მაროკოს ნაკრების მცველი ნუსაირ მაზრაუი გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან, – წერს მიუნხენური კლუბის პრესსამსახური.

როგორც ირკვევა, 25 წლის ფებურთელს, რომელსაც დეკემბერში კორონავირუსი შეეყარა, პერიკარდიტის (გულის გარეთა გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება) დიაგნოზი დაუსვეს.

გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, მაზრაუის აღდგენას მინიმუმ 4-6 კვირა დასჭირდება.

მიმდინარე სეზონში მაზრაუიმ ბუნდესლიგის 11 მატჩში სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.