მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე​ ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
მათე გველესიანმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე​ ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე დღეს მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან მათე გველესიანი (66კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა თორნიკე გიგაურმა, მაგრამ ქართველი აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა. ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს გამომსვლელი მესამე ქართველი, თამარ გიგოლაევი (48კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, შეჯიბრების პირველივე დღეს ორმა ქართველმა – შოთა ბაჩოშვილმა (50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (55 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

მარიბორში მომდევნო დღეებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:

ჭაბუკები:

73 კგ – ირაკლი ქავთარაშვილი

81 კგ – გიორგი ბენდელიანი

90 კგ – საბა გველესიანი

+90 კგ – შოთიკო გოჩიაშვილი

გოგონები:

63 კგ – ნანა დოლიაშვილი

70 კგ – ლიზი ქვარცხავა

+70 კგ – ნინო პაპიძე