ჩინურ კლუბ „ჰებეი ჩაინა ფორჩუნში“ მოთამაშე არგენტინელმა მცველმა, ხავიერ მასკერანომ ჩინეთის თასის მერვედფინალში „შანდუნ ლუნენს“ (2:3) გოლი გაუტანა. 33 წლის ფეხბურთელისთვის ეს იყო პირველი გოლი ბოლო რვა წელიწადში, რომელიც თამაშიდან გაიტანა.
მასკერანო ჩინურ კლუბში „ბარსელონადან“ გადავიდა, რომლის რიგებშიც 334 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა – 2017 წლის 26 აპრილს, პენალტი გამოიყენა „ოსასუნას“ წინააღმდეგ.
წინა გოლი თამაშიდან მასკერანომ ჯერ კიდევ მაშინ გაიტანა, როცა „ლივერპულში“ გამოდიოდა – რვა წლის წლის წინ მან „რედინგთან“ გამოიჩინა თავი.
სულ არგენტინელს კარიერაში ცხრა გოლი გაუტანია.