„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო არგენტინის ნაკრებში კარიერის განახლებას აპირებს. ეს გადაწყვეტილება 35 წლის ფეხბურთელმა არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტ კლაუდიო ტაპიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, – იტყობინება ესპანური გამოცემა „სპორტი“.
ირკვევა, რომ მასკერანოს განზრახული აქვს პანამერიკულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რომელიც პერუში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.
მასკერანო არგენტინის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 147. მან საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.