მაშველებმა მამკოდის ტერიტორიიდან ის 18 ადამიანიც გამოიყვანეს, რომლებიც ნასვამი იყვნენ და წუხელ მაშველებს არ დაემორჩილნენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მამკოდის ტერიტორიიდან ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე ჩარჩენილი ყველა ადამიანი უკვე გამოიყვანეს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. გვიან ღამით, ეს პირები მაშველებს არ დაემორჩილნენ და მდინარის მეორე ნაპირზე არ გადმოვიდნენ. ისინი ნასვამები იყვნენ და მამკოდასთან საქეიფოდ იმყოფებოდნენ.
სამაშველო ოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერიტორიიდან მაშველებმა 70 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დარჩენილი იყო 18 ადამიანი.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი.
ამასთან, გვიან ღამით, მამკოდის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამაშველო ღონისძიება ჩატარდა. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, მაშველებმა მდინარის მეორე ნაპირზე 13 ადამიანი გადმოიყვანეს.
https://www.facebook.com/EmergencyManagementService/videos/426004977963101/