მამკოდის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამაშველო ღონისძიება ჩატარდა [ფოტო-ვიდეო]

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდის ტერიტორიაზე კიდევ ერთი სამაშველო ღონისძიება ჩატარდა. ეს ადგილი ოდნავ დაშორებულია ადგილს, სადაც ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე რამდენიმე ადამიანი ისევ რჩება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების თქმით, მათ გადმოსვლაზე უარი განაცხადეს. ისინი მამკოდის ტერიტორიაზე საქეიფოდ არიან მისული.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება, ამ ადგილზეც მაშველებმა ადიდებული მდინარე გლდანულას მეორე ნაპირიდან პიკნიკზე წასული მოქალაქეები გადმოიყვანეს.

სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, მაშველებმა მდინარის მეორე ნაპირზე 13 ადამიანი გადმოიყვანეს.