მარტის ბაშოზე ტოჩინოშინი მეექვსედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ოსაკაში მიმდინარე მარტის ბაშოს მეცხრე საშეჯიბრო დღეს ჯურიოს დივიზიონში (რანგით მეორე) ტოჩინოშინი მეოთხე ნომრად განთესილ ჩიომარუს დაუპირისპირდა და დამარცხდა.

ლევან გორგაძემ ბრძოლის აგრესიულად დაწყება სცადა, თუმცა იაპონელმა მეტოქემ სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება იოლად მოახერხა. ქართველი სუმოისტი დოჰიოს კიდესთან მიაბჯინა და ცუკიდაშის ილეთით გაიმარჯვა.

მიმდინარე ბაშოზე ეს ტოჩინოშინისთვის მეექვსე მარცხი იყო. ცხრა დღის შემდეგ ქართველს უარყოფითი ბალანსი აქვს, 3 მოგება და 6 წაგება.

მომდევნო ბრძოლას გორგაძე მონღოლი ოშომას წინააღმდეგ ჩაატარებს.