მარსელომ მწვრთნელთან კონფლიქტის შემდეგ „ფლუმინენსე“ დატოვა #1TVSPORT
„რეალის“ ლეგენდა, ბრაზილიელი მცველი მარსელო თავისუფალი აგენტი გახდა.
ბრაზილიურმა „ფლუმინენსემ“ გამოაცხადა თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ 36 წლის ფეხბურთელთან. მხარეები ორმხრივად შეთანხმდნენ კონტრაქტის გაუქმებაზე. როგორც იტყობინებიან, „გრემიოსთან“ (2:2) მატჩის დროს ფეხბურთელს კონფლიქტი მოუვიდა მთავარ მწვრთნელთან.
მარსელო მშობლიურ კლუბს 2023 წლის თებერვალში შეუერთდა და მოასწრო „ფლუმინენსესთან“ ერთად ლიბერტადორესის თასისა და სამხრეთ ამერიკის რეკოპას მოგება.