„ფლუმინენსე“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ფლუმინენსე“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიბერტადორესის თასის მფლობელი „ფლუმინენსე“ კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა. ბრაზილიურმა კლუბმა ნახევარფინალში ეგვიპტის „ალ-აჰლი“ 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 77-ე წუთზე გაიხსნა – კოლუმბიელმა ჯონ არიასმა გამოიყენა პენალტი, რომელიც ლეგენდარული მარსელოს წაქცევისთვის დაინიშნა. 90-ე წუთზე „ფლუმინენსემ“ ჯონ კენედის ზუსტი დარტყმის წყალობით გაზარდა უპირატესობა.

მეორე ნახევარფინალი 19 დეკემბერს გაიმართება. „მანჩესტერ სიტისა“ და „ურავა რედ დაიმონდსის“ შეხვედრა თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.