„ბოსტონის“ კალათბურთელი მარკუს სმარტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. „სელტიკსის“ წევრმა ამის შესახებ ოფიციალურად საკუთარ ტვიტერის გვერდზე განაცხადა.
ამერიკის შეერთბულ შტატებში COVID 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა 188 000 გადააჭარბა. 4000-ზე მეტმა ამერიკელი ვირუსისგან გარდაიცვალა. ჯერჯერობით სამედიცინო სფეროს წარმომადგნელს ვაქცინა არ გააჩნიათ, არც კონრკეტული მედიკამენტი არსებობს ეფექტურად ვირუსთან საბრძოლველად.
როგორც ცნობილია ექიმების ნაწილი კორონავირუსთან საბრძოლველად გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლს იყენებენ. როგორც ირკვევა მარკუს სმარტმა მედიკოსების დასახმარებლად საკუთარი სისხლის ჩაბარება გადაწყვიტა.