მარკუს სმარტი „ბოსტონს“ 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება
„ბოსტონმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე ბოლოს „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ გამართა შეხვედრა და დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 95:96 დამარცხდა.
წაგების გარდა, „სელტიკსის“ გულშემატკივრებისთვის მატჩში კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში მარკუს სმარტმა წვივი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. MRI-ის პასუხით დადგინდა, რომ სმარტს კუნთი აქვს გაჭიმული და გუნდს 2-3 კვირა ვერ დაეხმარება. კარგი ამბავი ის არის, რომ მარკუსს ოპერაციის ჩატარება არ დასჭირდება.
https://twitter.com/TimBontemps/status/1355958858410315777
https://twitter.com/smart_MS3/status/1355955183172390919