მარკუს სმარტი „ბოსტონს“ 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება
მარკუს სმარტი „ბოსტონს“ 2-3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება

„ბოსტონმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე ბოლოს „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ გამართა შეხვედრა და დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 95:96 დამარცხდა.

წაგების გარდა, „სელტიკსის“ გულშემატკივრებისთვის მატჩში კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. მეოთხე პერიოდის დასაწყისში მარკუს სმარტმა წვივი დაიზიანა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. MRI-ის პასუხით დადგინდა, რომ სმარტს კუნთი აქვს გაჭიმული და გუნდს 2-3 კვირა ვერ დაეხმარება. კარგი ამბავი ის არის, რომ მარკუსს ოპერაციის ჩატარება არ დასჭირდება.