ბოსტონმა „ტი დი გარდენში“ ოკლაჰომა დაამარცხა - ირვინგი საუკეთესო იყო

ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBA) რეგულარულში მორიგი მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა ბოსტონის „ტი დი გადრნეში“ ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „სელტიკსმა“ ოკლაჰომას უმასპინძლა. ბრედ სტივენსის გუნდი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და საბოლოოდ ლოგიკურად გაიმარჯვა (134:129).

ბოსტონელთა შორის საუკეთესო კაირი ირვინგი იყო, რომელმაც მატჩი 30 ქულითა და 11 პასით დაასრულა. მარკუს მორისმა საკუთარ გუნდს 19 ქულა შესძინა. 18 ქულა დააგროვა მარკუს სმარტმა. სტუმართა შორის კი მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა რას ვესტბრუკმა (22 ქულა, 12 მოხსნა, 16 პასი). პოლ ჯორჯმა 37 ქულა დააგროვა, თუმცა მიუხედავად ამისა ოკლაჰომამ შეხვედრა მაინც წააგო.

ნიუ იორკი – მემფისი 84:96
ტორონტოკლიპერსი 121:103