NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა - ცნობილი გახდა პლეი ინისა და პლეი ოფის წყვილები #1TVSPORT
NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა - ცნობილი გახდა პლეი ინისა და პლეი ოფის წყვილები #1TVSPORT

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ოფიციალურად დასრულდა 2023-24 წლების რეგულარული სეზონი.

ცნობილია პლეი ინის ეტაპის წყვილები, აგრეთვე პლეი ოფის ექვს-ექვსი მონაწილე თითო კონფერენციიდან.

 

პლეი ინი

აღმოსავლეთი

ჩიკაგო-ატლანტა

ფილადელფია-მაიამი

პლეი ოფის მეშვიდე საგზურისთვის ითამაშებენ „ფილადელფია“ და „მაიამი“. ამ წყვილში გამარჯვებული პლეი ოფში „ნიუ იორკს“ შეხვდება, წაგებული კი პლეი ოფის მერვე საგზურისთვის შინ მიიღებს „ჩიკაგოსა“ და „ატლანტას“ წყვილში გამარჯვებულს.

 

დასავლეთი

საკრამენტო-გოლდენ სტეიტი

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი

პლეი ოფის მეშვიდე საგზურისთვის ითამაშებენ „ნიუ ორლეანი“ და „ლეიკერსი“. ამ წყვილში გამარჯვებული პლეი ოფში „დენვერს“ შეხვდება, წაგებული კი პლეი ოფის მერვე საგზურისთვის შინ მიიღებს „საკრამენტოსა“ და „გოლდენ სტეიტის“ წყვილში გამარჯვებულს.

პლეი ინის ეტაპი 17 აპრილს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.

 

პლეი ოფი

ცნობილია პლეი ოფის ოთხი წყვილი

აღმოსავლეთი

მილუოკი-ინდიანა

კლივლენდი-ორლანდო

კონფერენციის პირველი ორი გუნდი – „ბოსტონი“ და „ნიუ იორკი“ თავიანთ მეტოქეებს პლეი ინის სტადიის შემდეგ გაიგებენ.

 

დასავლეთი

მინესიტა-ფინიქსი

კლიპერსი-დალასი

კონფერენციის პირველი ორი გუნდი – „ოკლაჰომა“ და „დენვერი“ თავიანთ მეტოქეებს პლეი ინის სტადიის შემდეგ გაიგებენ.