სანდრო მამუკელაშვილის რეკორდი და გამარჯვება NBA-ის მოქმედ ჩემპიონთან [ვიდეო] #1TVSPORT

08:34, 13.04.2024

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სეზონის რეკორდი დაამყარა სანდრო მამუკელაშვილმა – „დენვერ ნაგეტსთან“ მატჩში 21 ქულა ჩააგდო. ასეთი შედეგიანი შეხვედრა 2023-24 წლების სეზონში არ ჰქონია. თუმცა NBA-ში მისი და, საერთოდ, ქართველი კალათბურთელების რეკორდი 28 ქულაა (2022 წელს ჩააგდო).

რაც მთავარია, მამუკელაშვილის კარგი თამაში დაფასდა და მისმა „სან ანტონიომ“ NBA-ის მოქმედი ჩემპიონი „დენვერი“ შინ 121:120 დაამარცხა.

ქართველის ანგარიშზე ორმაგი დუბლი იყო: 30 წუთში 21 ქულა, 12 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება. სანდრომ 5-დან 3 სამიანი, 9-დან 5 ორიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

34 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა მის თანაგუნდელ ვიქტორ ვემბანიამას, ხოლო დენვერელმა ნიკოლა იოკიჩმა 22 ქულას ასევე 12 მოხსნა მიამატა.

„სოურსი“ მომდევნო, სეზონის ბოლო მატჩს შინ „დეტროიტთან“ გამართავს.

მსგავსი