NBA-მ წლის საუკეთესო დამცველი დაასახელა #1TVSPORT
NBA-მ წლის საუკეთესო დამცველი დაასახელა #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა დაიწყო. პირველი ნომინაცია, რომელშიც გასული რეგულარული სეზონის ლაურეატი გამოცხადდა, არის „წლის საუკეთესო დამცველი“. გამარჯვებული გახდა „ბოსტონის“ მცველი მარკუს სმარტი, რომელმაც ხმების რაოდენობით გაუსწრო მიკალ ბრიჯესსა (ფინიქსი) და რუდი გობერს (იუტა), რომელმაც ბოლო ოთხ წელიწადში ამ ნომინაციაში სამჯერ მოიგო.

28 წლის სმარტმა კარიერაში პირველად მიიღო ეს ინდივიდუალური პრიზი. რეგულარულ სეზონში ის საშუალოდ მატჩში 12.1 ქულას, 3.8 მოხსნასა და 5.9 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ამერიკელმა 71 შეხვედრა ჩაატარა და ყველა სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ის მეშვიდე ადგილზე გავიდა ლიგაში ჩაჭრების საშუალო რაოდენობით (1.68).

სმარტმა 100 გამოკითხული ჟურნალისტისგან 257 ქულა (37 პირველი ადგილი) მიიღო. ბრიჯესს 202 ქულა ჰქონდა, გობერს – 136.

სმარტი პირველი მცველია გერი პეიტონის (1995-96) შემდეგ, ვინც წლის საუკეთესო დამცველის პრიზი მოიპოვა. გარდა ამისა, „ბოსტონის“ ისტორიაში ამ პრიზის მეორე ლაურეატი გახდა. პირველი იყო კევინ გარნეტი (2007-08).