მარკო ვერატი მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააპატიმრეს
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი 30 ოქტომბერს, საღამოს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს, – იტყობინება გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe). 25 წლის იტალიელის ორგანიზმში ალკოჰოლის დონე ორჯერ აღემატებოდა დაშვებულ ნორმას.
ნახევარმცველი გარკვეული ხანი გამოსაფხიზლებელში იყო მოთავსებული. მას ხანგრძლივი დროით მართვის მოწმობის ჩამორთმევა ემუქრება.
მიმდინარე სეზონში ვერატიმ 10 მატჩი ჩაატარა პსჟ-ში და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.