პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, მესიმ ერთი გოლი გაიტანა და 41-ე ტიტული მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, მესიმ ერთი გოლი გაიტანა და 41-ე ტიტული მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში ახალი სეზონი ქვეყნის სუპერთასის ფინალით დაიწყო, რომელშიც თელ-ავივში ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ და თასის მფლობელი „ნანტი“ შეხვდნენ ერთმანეთს.

პარიზელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს – 4:0. დუბლი გაიფორმა ნეიმარმა, თითო გოლი სერხიო რამოსმა და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ ეს იყო მე-11 გამარჯვება საფრანგეთის სუპერთასზე. ამ 11 ტრიუმფიდან ცხრაში მიიღო მონაწილეობა მარკო ვერატიმ. ის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია საფრანგეთის სუპერთასის ისტორიაში.

რაც შეეხება ლიონელ მესის, მან კარიერაში 41-ე ტიტული მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ის მეორეა და მხოლოდ ბრაზილიელ დანი ალვეშს (46 ტიტული) ჩამორჩება. არგენტინელს „ბარსელონას“ შემადგენლობაში 10-ჯერ აქვს მოგებული ლა ლიგა, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა, რვაჯერ – ესპანეთის სუპერთასი, შვიდჯერ – ესპანეთის თასი, სამ-სამჯერ – კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი და უეფა-ს სუპერთასი.

პსჟ-სთან ერთად მესი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, არგენტინის ნაკრებში კი მოგებული აქვს კოპა ამერიკა, ოლიმპიადა, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი და ფინალისიმა.

 

პსჟ-ნანტი 4:0

გოლები: 1:0 მესი (22), 2:0 ნეიმარი (45), 3:0 სერხიო რამოსი (57), 4:0 ნეიმარი (82-პენ)

პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი (78. მუკიელე), სერხიო რამოსი, მარკინიოსი, კიმპემბე, ნუნუ მენდეში (68. ბერნატი), ვერატი (78. პარედესი), ვიტინია (68. დანილო პერეირა), სარაბია (84. კალიმუენდო), მესი, ნეიმარი.