პსჟ ზაფხულში შემადგენლობის წმენდას გეგმავს #1TVSPORT
პსჟ ზაფხულში შემადგენლობის წმენდას გეგმავს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში მზად არის გუნდის ლიდერების გასაყიდად, – ამის შესახებ წერს გამოცემა GFFN-ი.

სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა. მოთამაშეები ვალდებულნი არიან სეზონის ბოლომდე სრულად წარმოაჩინონ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ტრანსფერზე დააყენებენ.

ეს წესი შეეხება თითქმის ყველა ფეხბურთელს. მხოლოდ კილიან მბაპე, ჯანლუიჯი დონარუმა, ნუნუ მენდეში, აშრაფ ჰაკიმი, მარკინიოსი, დანილო პერეირა და მარკო ვერატი არიან ხელშეუხებელნი.

კამპუში ამ გზით ცდილობს ფეხბურთელების მოტივირებას სეზონის წარმატებით დასასრულებლად. ზაფხულში კლუბი შეიძლება დატოვონ ლიონელ მესიმ, სერხიო რამოსმა და გუნდის სხვა წევრებმა.