ესპანეთში დააკავეს დამნაშავეები, რომლებიც რაფაელ ნადალის სახლის გაქურდვას აპირებდნენ #1TVSPORT
ესპანეთში დააკავეს დამნაშავეები, რომლებიც რაფაელ ნადალის სახლის გაქურდვას აპირებდნენ #1TVSPORT

ესპანეთის პოლიციამ დააკავა მძარცველების ჯგუფი, რომელიც ცნობილი ადამიანების სახლების ქურდობაზე სპეციალიზდებოდა. ამ ჯგუფის პოტენციური მსხვერპლი იყო „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი, – წერს გამოცემა Tennis World USA.

იტყობინებიან, რომ დამნაშავეების დაკავებისას, პოლიციამ ამოიღო რვეული. მასში იყო სახლების სია, რომელთა გაქურდვასაც ისინი აპირებდნენ. სიაში ერთ-ერთი სწორედ ნადალის სახლი იყო მალიორკაზე, რომელშიც ჩოგბურთელი თავის ცოლთან ერთად ცხოვრობს.

პოლიციელებმა ბანდაში შემავალი შვიდი ადამიანი დააკავეს. წერენ, რომ ადრე მათ „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის მარკო ვერატის სახლი დაქურდეს და იქიდან მსხვილი თანხა წაიღეს. პოლიცია ეჭვობს, რომ ამ დაჯგუფებამ კიდევ 15 სახლი გაქურდა. დამნაშავეები წარმოშობით ალბანელები არიან.