მარკო როსი - მიუნხენში შევეცდებით, კარგი სანახაობა შემოგთავაზოთ #1TVSPORT
ევრო 2020-ის F ჯგუფის შეხვედრაში უნგრეთმა მსოფლიო ჩემპიონს, საფრანგეთს უმასპინძლა და სენსაციურად ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ქულები დააკარგვინა. მატჩის შემდგომ უნგრელების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს მისი კარიერის პიკია.
„დიახ ასეა, ამ გუნდთანაც და მთლიანად კარიერაშიც. ასეთ თამაშებს აქამდე მხოლოდ ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა აქ ვარ და 56 წლის ასაკში თავს ისე ვგრძნობ, როგორც პატარა ბავშვი გასართობ პარკში. მაგრამ როდესაც გასართობ პარკში ხარ, გინდა ყველა ატრაქციონით გაერთო. აქ ვართ და გვსურს, საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ თავი. ახლა მიწაზე უნდა დავრჩეთ. არც სულელი ვარ და არც ქედმაღალი, რომ ვთქვა, ახლა წავალთ და გერმანიას დავამარცხებთ. არა, მიუნხენში შევეცდებით, კარგი სანახაობა შემოგთავაზოთ, ვითამაშოთ ჩვენი თამაში და არ დავკარგოთ ობიექტურობა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩემთვის, ეს არის და ეს.“
უნგრეთი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.