ხელბურთი | საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ხელბურთი | საქართველო ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე უნგრეთთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა. ოთხი დღის წინ, შვეიცარიასთან გასვლით მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში 23:24 მარცხის შემდეგ, ჩვენი გუნდი თბილისში უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 11:18 დასრულდა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 24:41.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გერმანიაში 12-28 იანვარს ჩატარდება. მატჩებს ბერლინი, მიუნხენი, დუსლედორფი, კიოლნი, ჰამბურგი და მანჰაიმი უმასპინძლებს.

ევროპის 2024 წლის ხელბურთის ჩემპიონატში მონაწილეობას კონტინენტის 24 ეროვნული ნაკრები მიიღებს.