18-წლამდელებმა მუხრან ბაგრატიონის გოლით უნგრეთი გასვლაზე დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ ბალმაზუივაროშში მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით (1:0) მოიგო.

მატჩის დაწყებამდე, 18-წლამდე ვაჟთა ნაკრების წევრებმა გუნდური ფოტოს გადაღებისას სიმბოლურად უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს, რითიც მეგობარი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა და თანადგომა გამოხატეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა. „დინამო თბილისის“ მცველმა თანაგუნდელის, თემურ გონგაძის წაქცევისთვის უნგრელების კარში დანიშნული პენალტი უნაკლოდ გამოიყენა.

დარჩენილ დროში უნგრელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ – 84-ე წუთზე, საქართველოს 18-წლამდელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ მასპინძელთა მცველის, ნორბერტ კისის დარტყმული ჩვენმა მეკარე პაპუნა ბერიაშვილმა მოიგერია.

საბოლოოდ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 0;1 მოიგო. ეს მატჩი ლაშა ფირცხალაიშვილისთვის მთავარი მწვრთნელის როლში სადებიუტო გახლდათ. მომდევნო შეხვედრას მისი გუნდი 3 მარტს, 14:00 საათზე ისევ უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.

უნგრეთი U18 – საქართველო U18 – 0:1

გოლი: 0:1 მუხრან ბაგრატიონი (62)

გაფუჭებული პენალტი: ნორბერტ კისი (84. მეკარე)

საქართველო U18: პაპუნა ბერუშვილი, თემურ გონგაძე, რომან მორჩილაძე, ზვიად ხაბურძანია (70. გიორგი ხიზანიშვილი), მუხრან ბაგრატიონი, ლუკა ლაცაბიძე, გიორგი ბართია (63. გიორგი ხაბულიანი), ლუკა წულუკიძე (70. ლუკა ჯაჭვლიანი), დავით გოცირიძე (79. შაკო დვალიშვილი), დიმიტრი ღურწკაია (63. არჩილ დათუაშვილი), გიორგი პირტახია

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი

სათადარიგოები: მიხეილ მაქაცარია, სანდრო გაფრინდაშვილი, დავით ქართველიშვილი, თემურ ნოზაძე