მარკო როისს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის გამოტოვება ემუქრება #1TVSPORT
ბუნდესლიგის მეშვიდე ტურში „შალკეს“ წინააღმდეგ ტრავმა მიიღო „დორტმუნდის“ კაპიტანმა მარკო როისმა.
32-ე წუთზე გერმანელი შემტევი ნახევარმცველმა ჯოვანი რეინამ შეცვალა. როისმა ვერ შეძლო დამოუკიდებლად მოედნის დატოვება. გერმანულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მან, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს.
მარკო როისმა ტრავმის გამო ვერ ითამაშა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ასევე ტრავმების მიზეზით არ იყო ის ევროპის 2016 და 2020 წლის ჩემპიონატებზე.
მიმდინარე სეზონში როისმა ბუნდესლიგის შვიდ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.