მარკო როისმა „დორტმუნდის“ სატრანსფერო პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - ჩვენ ვყიდულობთ ფეხბურთელებს, რომლებიც სხვა კლუბებში თამაშზე ოცნებობენ # 1TVSPORT
მარკო როისმა „დორტმუნდის“ სატრანსფერო პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა - ჩვენ ვყიდულობთ ფეხბურთელებს, რომლებიც სხვა კლუბებში თამაშზე ოცნებობენ # 1TVSPORT

„დორტმუნდის“ ლიდერმა მარკო როისმა ეჭვქვეშ დააყენა თავისი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის სისწორე.

„საშინელი სანახავია ის, რომ ჩვენ გარიგებებს ვდებთ ძალიან კარგ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, ოცნებობენ იმაზე, რომ ორ-სამ წელიწადში გამოეთხოვონ „დორტმუნდს“ და სხვა კლუბში ითამაშონ.

მუდმივად არსებობს ისეთი შეგრძნება, რომ ჩვენ გუნდს ვაშენებთ, მაგრამ ერთ ან ორ წელიწადში გუნდი ისევ იშლება, რადგან ჩვენგან ორი-სამი კარგი ფეხბურთელი მიდის.

შეხედეთ მოთამაშეებს, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენთან თამაშობდნენ. ისინი ყველანი აქ რომ დარჩენილიყვნენ, ევროპაში გვარიანად ვიხმაურებდით.

ასეთია საფეხბურთო ბიზნესი. ყველას საკუთარი მიზნები ამოძრავებს“, – განაცხადა „დორტმუნდის“ კაპიტანმა.