ესპანური „მარკა“ ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად კრიშტიანუ რონალდუს დაასახელებს. მან „იუვენტუსთან“ ერთად სერია-ა, ხოლო ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის ტურნირი მოიგო. პორტუგალიამ ფინალში ჰოლანდიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, რომ კრიშტიანუს კარიერის განმავლობაში ბევრად უკეთესი სეზონებიც ჰქონია, მაგრამ „მარკას“ აზრით, წელს იგი ამ ტიტულს მაინც იმსახურებს.
საფეხბურთო გამოცემების უმრავლესობა წელს ოქროს ბურთის მთავარ კანდიდატებად მესის და ვან დეიკს ასახელებენ.