დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდი მარიო გიოტცე დატოვებს გერმანულ კლუბს სეზონის ბოლოს, – წერს გაზეთი „ბილდი“.
27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი იწურება, ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება კი არ მოხერხდა, რადგან გიოტცე არ დათანხმდა ხელფასის 30-პროცენტიან კლებას. დღეისთვის, ფეხბურთელის წლიური ხელფასი 10 მილიონი ევროა.
გიოტცეთი დაინტერესებულია ბერლინის „ჰერტა“, მაგრამ ელოდებიან, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი არ გააგრძელებს კარიერას ბუნდესლიგაში.
მარიო გიოტცე „დორტმუნდში“ 2016 წელს დაბრუნდა. მანამდე ის ამ გუნდში 2008-13 წლებში თამაშობდა. ჯამში ფორვარდს დორტმუნდელთა რიგებში 214 მატჩი აქვს ჩატარებული, გაიტანა 45 გოლი და 61 შედეგიანი პასი შეასრულა.