მარინა ეზუგბაია - აჭარაში ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, რაც აჩვენებს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ
მარინა ეზუგბაია - აჭარაში ბოლო ორ კვირაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, რაც აჩვენებს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით აჭარა კვლავ ცხელ წერტილად რჩება. თუმცა, ეზუგბაიას თქმით, სტაბილიზაციის მაჩვენებელია ბოლო პერიოდის სტატისტიკა, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის ერთ დონეზეა.

„ერთ დონეზე რომ რჩება, ეს არ არის ცუდი, ეს სტაბილიზაციის მაჩვენებელია. ყველაზე ცხელ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით ერთი და იგივე ციფრებია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ და იმედია, მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენ წერტილებს რაც შეეხება, არ არის დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას ხანმოკლე პერიოდიც ეყოფა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.